вторник, 10 апреля 2018 г.

წრის სამუშაო გეგმა


წრის დასახელება: „მარჯვე ხელები“
სკოლა: სსიპ ქრისტეფორე III-ის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა
კლასი: Vკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 15
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მასწავლებელი: იზა მეხრიშვილი
წრის მიზანი:
·         ,,მარჯვე ხელები“საკლასო ოთახისთვის  შექმნიან საჭირო და პრაქტიკულად გამოსაყენებელ ნივთებს.

საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებმა საკუთარი ხელებით დაამზადონ ისეთი ნივთები რომელიც მათ გამოადგებათ მრავალჯერადად, ამისთვის კი ისინი გამოიყენებენ როგორც ახალ ისე მეორად ნივთებს. საწრეო აქტივობებიდან მიღებულ უნარ-ჩვევებს მოარგებენ ყოველდღიურ ცხოვრებას.
მეცადინეობის ყოველი დღე იქნება სახალისო,შემოქმედებითად დატვირთული, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფანტაზიის უნარის გამომჟღავნებას.  თითიეულ ნივთს, რომელსაც ისინი ,,მარჯვე ხელებით“ დაამზადებენ ექნება პრაქტიკული დატვირთვა და რაც მთავარია გაიზრდება მათი პასუხისმგებლობის გრძნობა მოუარონ, გაუფრთხილდნენ და მიღებული ცოდნა სხვასაც გაუზიარონ.
     წრე განკუთვნილია მე-V კლასის მოსწავლეებისათვის, შესაბამისად მათთვის დასწრება იქნება კარგი, რადგან ყოველი მეცადინეობა გაუღრმავებს ცოდნას, დაინახოს და შეაგროვოს ისეთი საგნები, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, შექმნას საკლასო და საკუთრი სამეცადინო ოთახისთვის საჭირო ნივთები.                                                        
    სწავლება  შეუქმნის მოსწავლეების როგორც თავისუფალი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, რომელიც თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა,  ასევე  მეორადი ნივთების გამოყენებასა და ახალი სიცოცხლის მინიჭებას,  შეძლებს  გარემოში არსებული უსარგებლო ნივთების დანახვას და ისეთი კომპოზიციების შექმნას რომელსაც ხშირად მოიხმარენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შრომით საქმიანობასთან დაკავშირებულ უნარ- ჩვევების განვითარებას,  იყოს კრეატიული საუკეთესო შედეგის მისაღებად.                                                                                                              გამოვიყენებთ  სახლში მოძიებულ მეორად საგნებს,მოსწავლეები საკუთარი სურვილით განალაგებენ გამზადებულ დეკორაციებს საკლასო ოთახში, დაეხმარებიან პრობლემის დროს და ურჩევენ ერთმანეთს, რაც ხელს შეუწყობს საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. 
   საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს. სასწავლო რესურსები: ფერადი და თვითწებოვანი ქაღალდები, წებო, მაკრატელი,მეორადი ნივთები, მუყაო, საღებავები,სელპაკის რგოლები, მუსიკალური დისკები, არაჟნის და მაიონეზის პლასტმასის ქილები.
მასწავლებელი არეგისტრირებს მუშაობაში მსურველ ბავშვებს, გააცნობს წრის მუშაობის მიზანს, შეხვედრების განრიგს. ასევე  მშობლებს ელექტრონულად გადაუგზავნის საწრეო მუშაობის მიზანს, განრიგს და კითხვარს თუ რა მოლოდინი აქვთ წრის მიმდინარეობის პროცესში.
      ხელოვნების მცნებების ცოდნა და უნარები:
·         კრეატიული აზროვნება;
·         საჭირო ტექნიკის ფლობა;
·         საჭირო იარაღის ეფექტიანად გამოყენება;
·         ნივთების შეგროვება;
·         პასუხისმგებლობა.
კომუნიკაციური უნარები:
·            იდეების გაცვლა;
·         ურთიერთდახმარება;
·         მარტივად გამოსავალის პოვნა;
·         მშობლებთან კომუნიკაცია;
·         წარმოსახვითი უნარების აფიშირება.
წრის  სამუშაო  პროგრამა:
1. საფანქრეები საკლასო ოთახისთვის      
  ა) სელპაკის რგოლებს ვჭრით შუაზე.
  ბ) თითოეულ გაჭრილ რგოლს ვაკრავთ სასურველი ფერის ფერად ქაღალდს
 გ ) გამზადებულ რგოლებს ვაწებებთ მეორად დისკებზე.

 2.საფანქრეების  გაფორმება
  ა ) თვითწებოვან ქაღალდზე ორნამენტების დახატვა და გამოჭრა.
   ბ ) საკუთარი გემოვნებით საფანქრეების გააფორმება დეკორატიულად.
   3.თაროები მუყაოსგან
   ა ) მუყაოს ყუთებს ვაკრავთ ფერად ქაღალდებს.
   ბ ) ვამაგრებთ კედელზე ორმაგი წებოვანი ლენტით და ლურსმებით.
  4. ტანსაცმლის საკიდი
 ა) ჩანგლებს ვაძლევთ შესაფერის ფორმას და ვღებავთ ფრჩხილის ლაქით.
  ბ) ვამაგრებთ გრძელ ფიცარზე ჭადრაკულად.
 5. მხიარული საყვავილეები
ა) არაჟნის და მაიონეზის ქილებს ვღებავთ გუაშებით, ვუხატავთ მხიარულ         სახეებს და ვფარავთ ლაკით.                                                                                                                      
ბ)  ვუმაგრებთ თოკებს დასაკიდად, ან ვათავსებთ სპეციელურ სადგამზე
  6 .მხიარული საყვავილეები
ა) გამზადებულ ქოთნებს ვავსებთ მიწით და ვრგავთ ყვავილებს.
 ბ) ვკიდებთ შესაფერის ადგილას .
 7. სადღესასწაულო  კუთხე
  ა) თვითწებოვანი ქაღალდებით ვჭრით ასოებს (გილოცავთ).
   ბ) ფერადი ქაღალდებით ვამზადებთ პეპლებს და ყვავილებს კედლის    გასაფორმებლად.                                                                                                                                                                                                                                       
 8. სარკე ერთჯერადი კოვზებით და ფერწერული ტილო პასტელებით
  ა) მოსწავლეების ერთი ნაწილი მუყაოზე ამაგრებს სარკეს და აფორმენენ ერთჯერადი კოვზებით
  ბ) მეორე ნაწილი მუყაოზე ამაგრებს თარგს და აწებებენ პასტელებს.
9. სარკე ერთჯერადი კოვზებით და ფერწერული ტილო პასტელებით
 ა) ვუკეთებთ ჩარჩოს ფერწერულ ტილოებს.  
ბ) მოსწავლეები ათავსებენ მათთვის სასურველ ადგილას.
10) შემაჯამებელი გამოფენა
ა) ვიწვევთ მშობლებს, მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს და გვიზიარებენ საწრეო მუშაობიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს.
ბ) მოსწავლეებთან და მშობლებთან გადავიღებთ ფოტოებს.                                                     

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: საწრეო მუშაობა გაგრძელდება ერთი სემესტრის განმავლობაში. (2018 წლის 29 აპრილიდან  2018 წ. 31 მაისამდე).
ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წუთი
შეხვედრების განრიგი:
N
საწრეო მუშაობის განრიგი
1
29.03.2018
2
05.04.2018
3
12.04.2018
4
19.04.2018
5
26.04.2018
6
03.05.2018
7
10.05.2018
8
17.05.2018
9
24. 05. 2018
10
31. 05. 2018