მეათე დღე- გამოფენა.
გამოფენაზე მოვიწვიეთ ყველა იმ ბავშვის მშობელი ვინც საწრეო მუშაობაზე დადიოდა, ასევე ისინიც ვინც რაღაც მიზეზის გამო ვერ ჩაერთვნენ. მოსწავლეები როგრიგობით ხსნიდნენ თითოეული დღის აქტივობებს და გამოხატავდნენ საკუთარ ემოციებს, საუბრობდნენ ხალისით და აღნიშნეს რომ დიდი სურვილი აქვთ მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს.
მადლობები და საოცარი ემოციები მოდიოდა მშობლებისგან, საუბრობდნენ თუ როგორი მოტივირებულები და მონდომებულები ელოდებოდნენ ყოველი დღის დადგომას მათი შვილები. კლასში ნასწავლი ბევრმა მოსწავლემა სახლშიც გამოიყენა, ასწავლეს დებს და ძმეს. აღფრთოვანებულები ათვალიერებდნენ ბავშვების ხელით დამზადებულ ნამუშევრებს და აღნიშნეს, რომ ყოველი ნივთი რომელიც მათ შექმნეს საჭიროა კლასისთვისაც და მასწავლებლისთვისაც. შემდეგ შეავსეს კითხვარი სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საუთარი აზრი.
შრომისმოყვარეობა, ფანტაზია, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, განსხვავებული აზრი, იდეები, დახმარების სურვილი და რაც მთავარია სწავლა კეთებით, რომელიც თითოეულ მოსწავლეს აკეთილშობილებს და ამზადებს მომავლისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий