4 დღე

საკიდები ძველი ჩანგლებით

მოსწავლეებმა ერთი დღით ადრე ჩანგლები მომიტანეს, რომელიც ორ ადგილას გავხვრიტე და გამზადებული მივიტანე საწრეო აქტივობაზე. ბიჭებმა ჩანგლებს საკიდის ფორმა მისცეს, გოგონებმა კი სხვადასხვა ფერის ფრჩხილის ლაქით შეღებეს. შემდეგ ისევ ბიჭებმა იაქტიურეს და გამზადებული საკიდები ლამინატის ფიცარზე ლურსმებით მიამაგრეს.
კლასში ბავშვებს არ ჰქონდათ ადგილი სადაც ტანსაცმელს მოათავსებდნენ, განსაკუთრებით ზამთარში უჭირდათ ამ მხრივ. გამოუსადეგარი ძველი ჩანგლებით, და მათი მონდომებით ეს პრობლემა გადაიჭრა.







Комментариев нет:

Отправить комментарий