5 დღე


 მხიარული საყვავილეები.

მოსწავლეებს მე-4 საწრეო მუშაობაზე ვთხოვე, მიემართად მშობლებისთვის  დახმარებისთვის და მოეტანათ არაჟნის, ასევე მაწვნის პლასტმასის ქილები.დავალებას კარგად გაართვეს თავი და მეხუთე მუშაობისთვის საკმაოდ ბევრი ქილა შეგვიგროვდა.
აქტივობა საინტერესო და სახალისო გამოდგა, რადგან ბავშვები დიდი მოთმინებით ელოდებოდნენ შედეგს. გახვრიტეს პატარა ქილები და თოკები გაუყარეს (ხელები და ფეხები), შემდეგ კი დიდ ქილაზე მიამაგრეს. ასევე გამოიყენეს დიდი  ქილა თავისთვის,რომელშიც მიწა ჩაყარეს.
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ საკუთარი ნახელავით.შემდეგ შეხვედრაზე საყვავილეებს დეკორატიულად გააფორმებენ, მოუხატავენ თვალებს და პირს.







Комментариев нет:

Отправить комментарий